"გრონინგემის" ტექნიკურმა დირექტორმა მარკ იან ფლედურუსმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა არიენ რობენს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კარიერა 2019 წელს დაასრულა, თუმცა 2020 წლის ზაფხულში განახლება გადაწყვიტა და "გრონინგემთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 44 წუთით გამოჩნდა.
"თუ რობენი თანახმა იქნება კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, მაშინ კლუბი მას სიხარულით შესთავაზებს ახალ კონტრაქტს. არიენმა ჩვენთვის პრაქტიკულად არ ითამაშა, მაგრამ გუნდში მისი როლით კმაყოფილები ვართ. იგი ყოველდღიურად ვარჯიშობს და სხვებისთვის სამაგალითო სპორტსმენია." - ციტირებს ფლედურისის სიტყვებს NOS-ი.