ფეხბურთი

19:57 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" რომანიოლით დაინტერესდნენ

"ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მცველით, ალესიო რომანიოლით დაინტერესდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

იტალიელ ფეხბურთელს "როსონერისთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს. ჯერჯერობით იტალიურ გამოცემას არ დაუკონკრეტებია რამდენის გადახდას აპირებს "ბიანკონერი" ან "ბლაუგრანა". რომანიოლის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 30 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ალესიომ 28 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116355