ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს თამაშში ხუთი შეცვლის უფლება ექნებათ. უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა.
გარდა ამისა, 5 შეცვლა გამოყენებული იქნება უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალშიც, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შემჭიდროვებულ გრაფიკს უკავშირდება.
ხუთ ცვლილებას გუნდები გასული წლიდან მოყოლებული იყენებენ, მათ შორის, თითქმის ყველა შიდა ჩემპიონატსა თუ ევროტურნირებზე.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ გუნდს ამ ხუთი შეცვლის გამოყენების უფლება თამაშში სამ სხვადასხვა დროს შეეძლებათ.