„დიდუბე პლაზაში“ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც მესამე ვადით პრეზიდენტად გელა ბერუაშვილი აირჩიეს.
ყრილობას 32 დელეგატი ესწრებოდა და ბერუაშვილს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ის აღნიშნულ პოსტს მომდევნო 4 წლით დაიკავებს. ბერუაშვილს მხოლოდ ერთი კონკურენტი – ვალერი პარუნაშვილი ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბერუაშვილის პრეზიდენტობის დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. საარჩევნო პროცესის შემდეგ პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები და გამგებოს წევრები დაასახელა. ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ დაიკავა.