ჩოგბურთი

2:05 | 31.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაუტისტა აგუტმა ისნერს მოუგო და მიამის ღიას მეოთხედფინალში გავიდა

მიამის მასტერსის მეოთხე წრეში, ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა დაძაბულ პაექრობაში, 6-3, 4-6, 7-6 (7) აჯობა ამერიკელ გიგანტ ჯონ ისნერს და მეოთხედფინალში გავიდა. აგუტისთვის ეს ზედიზედ მეორე სამსეტიანი შეხვედრა იყო.

ბაუტისტა აგუტის მომდევნო მეტოქე, ამერიკელ ფრანსის ტიაფოსა და პირველ ნომრად განთესილ რუს დანიილ მედვედევს შორის გამარჯვებული იქნება.

გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკის პირველივე გათამაშებაზე, ბაუტისტა აგუტმა ქულა თავისივე მოწოდებაზე დაკარგა. ამით ძლიერი მოწოდების მქონე, 208 სანტიმეტრი სიმაღლის ისნერს დიდი უპირატესობა მიანიჭა. მალე ამერიკელმა მეტოქეს ხურდა დაუბრუნა - ბურთი ბადეს მოახვედრა. თუმცა მე-11 გათამაშებაზე, ეისი აიღო, 6-5 დაწინაურდა და მატჩ პოინტიც მოიპოვა.

მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა - მეტოქემ ბოლო 4 გათამაშებიდან, ქულა სამზე აიღო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. მას ძალიან ძლიერი მოწოდბა აქვს და უკანა ხაზიდანაც ფორჰენდს ძლიერად ურტყამს. მოკლედ, ძალიან ძნელია“, - ამბობს ბაუტისტა აგუტი.

ისნერს მაიამის ტურნირი 2018 წელს აქვს მოგებული, 2019 წელს კი ფინალში გავიდა, სადაც როჯერ ფედერერთან დამარცხდა. შარშან ტურნირი არ გამართულა.

მეოთხედფინალში გავიდა იტალიელი იანიკ სინერიც, რომელმაც ფინელი ემილ რუუსუვუორი 6-3, 6-2 დაამარცხა.

0.12243