ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე UFC-ში მეოთხე ბრძოლას გამართავს და მისი მეტოქე იტალიელი ალესიო დი კირიკო იქნება. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 6 ივნისს დაუპირისპირდება.
„დასვენების დრო არ გვაქვს. ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი UFC-სთან 4 ბრძოლაზე უკვე გაფორმებულია და მომდევნო ბრძოლის თარიღიც ცნობილია“, - დაწერა დოლიძემ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველ სპორტსმენს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 2 მოგებით დაასრულა. ბოლოს ის ტრევინ ჯაილს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მარცხი განიცადა. რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს, იტალიელს UFC-ში ჩატარებული 4 ბრძოლიდან 3 წაგებული აქვს.