ფეხბურთი

14:20 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ დედებს თავისი ვარცხნილობისთვის ბოდიში მოუხადა

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ, რომელიც ამჟამად ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტია, ჟურნალისტებს აუხსნა იმ უცნაური ვარცხნილობის მიზეზი, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს რომ გაიკეთა.

„ყველა დედას ვუხდი ბოდიშს, რომლის შვილმაც მაშინ მომბაძა და ასეთივე ვარცხნილობა გაიკეთა. ნახევარფინალის წინ ტრავმა მივიღე და ამის შესახებ არ მინდოდა ბრაზილიელი ჟურნალისტებისთვის მეთქვა. ამიტომ გავიკრიჭე თმა. მერე თანაგუნდელებს ვკითხე, მოსწონდათ თუ არა ასეთი ვარცხნილობა. მიპასუხეს - საშინელებააო...

მაგრამ ჟურნალისტებმა დაინახეს ასეთი ვარცხნილობა და ტრავმა საერთოდ დაავიწყდათ.“ - ციტირებს „კიჭას“ სიტყვებს Football24.news.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს ბრაზილიელებმა მუნდიალი მოიგეს, რონალდო კი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (8 გოლი) გახდა.

0.115828