ფეხბურთი

13:25 | 30.03.2021 | ნანახია 404 - ჯერ

„იუვენტუსი“ და „ინტერი“ აგუეროს იწვევენ

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, კარიერა, შესაძლოა, იტალიაში გააგრძელოს - წერს Football Italia. მას „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იწვევენ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან აგუერომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მანჩესტერულ კლუბს დატოვებს. ის „ქალაქელთა“ რიგებში 2011 წლიდან თამაშობს. კონტრაქტის კი ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

მას შემდეგ, რაც აგუერომ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა, „სიტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰალდუნ ალ-მუბარაქმა გულშემატკივრებს აცნობა რომ „ეტიჰადის“ სტადიონთან არგენტინელის სტატუა დაიდგმება. ასეთივე სატატუებს ახლა ვენსან კომპანისთვის და დავიდ სილვასთვის ამზადებენ.

და ჩვენი გიო?..


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:17 | 30.03.2021
Kobe Bean (21683)

მართალია ისეთ ფორმაში აღარაა მაგრამ ბრაიტვაიტს მაინც აჯობებს სკამიდან სხვა თუ არაფერი

20:14 | 30.03.2021
Kobe Bean (21683)

ჩვენი გიო სამწუხაროდ დიდად არ აღელვებთ შეიხებს თორემ აქამდეც უნდა დაედგათ ძეგლი.გვარდიოლამაც არაფერი იცოდა ქინქლაძის შესახებ და ზოგადად სიტის ფეხბურთელებმაც.არადა თამამად ვიტყვი რომ გიოს დონის ფეხბურთელს სიტიში არ უთამაშია,უბრალოდ ძაან ცუდ დროს მოუწია მანდ თამაში,მაშინ როცა სიტი სულს ღაფავდა და ყოველწელს რანგით დაბალ ლიგაში ვარდებოდა.აგუეროს რაც შეეხება სად წავა საინტერესოა,არც ბარსა გამორიცხოთ

0.126366