„ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდი, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი გახდა - წერს Daily Mail.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცს, ეიდი ბუტროიდს, მალე გაათავისუფლებენ, რადგან მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ლომებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი ორი მატჩი წააგეს - შვეიცარიასთან (0:1) და პორტუგალიასთან (0:2).
ლამპარდი, რომელიც „ჩელსიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევრადაა, ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა.