ფეხბურთი

12:23 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინდელოფმა შვედეთის ნაკრების ბანაკი დატოვა

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თამაშემწემ, პეტერ ვეტერგრენმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ვიკტორ ლინდელოფმა, ეროვნული გუნდის საწვრთნელი ბანაკი „პირადი მიზეზების“ გამო დატოვა. ამიტომ, 26 წლის უკანახაზელი, 31 მარტს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს.

მანამდე ლინდელოფმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის B შესარჩევი ჯგუფის ორივე შეხვედრაში ითამაშა, საქართველოსთან (1:0) და კოსოვოსთან (3:0).

ამჟამად, შვედები მაქსიმალური 6 ქულით ჩვენი ჯგუფის ლიდერები არიან.

0.123632