ფეხბურთი

13:24 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პირველი ამხანაგური მატჩი, აზაროვი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა

29 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის დებიუტი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბელარუსის წინააღმდეგ შედგება. ამხანაგური მატჩისთვის საწვრთნელი შეკრება 21 წლამდე ნაკრებმა 22 მარტს დაიწყო და თამაშისთვის 23 ფეხბურთელი ემზადება. ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი აზაროვი, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდება და ბათუმის დინამოს ფეხბურთელი გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.​

​საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ლუკა კუტალაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა მიქაია (რუსთავი, საქართველო)

მცველები: ბექა ხარაიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ზურაბ გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი, საქართველო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), რევაზ ინჯგია (თელავი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი, საქართველო), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), შოთა შეყილაძე (თელავი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

​საქართველოსა და ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიოზე 29 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი, სფფ-ის ოფიციალური YouTube არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113793