თამაშგარე

12:57 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეხების მწყაზრად ამპლაკველი ლინდსი ვონი

ცნობილი მოთხილამურე ლინდსი ვონი მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპორტსმენისთვის ესოდენ სანატრელ და სანუკვარ ოლიმპიურ ჩემპიონობას ეწია, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახელი და სიკისკისე მოქმედი სპორტსმენობის დროს უფრო ცოტა ადამიანმა იცოდა ვიდრე დღეს.

ლინდსის პოპულარობის არნახული ზრდა რა გასაკვირია სამოდელო საქმეში ჩართვამ რომ განაპირობა. თვე ისე არ გავა, ყოფილმა მოთხილამურემ თამამი და სუპერ-სექსუალური ფოტოები რომ არ გამოამზეუროს და გონება არ აურიოს მისი ფანების ისედაც თვალებდაბინდულ მრავალმილიონიან ლაშქარს.

ლინდსი ვონი და მისი აგენტები ვერც მთელს მსოფლიოში მოდებულმა კორონა-პანდემიამ დააფრთხო. ამ ერთი კვირის წინ, ვონი პარიზში გახლდათ, სადაც რეტროსტილის შესამოსელის საჯარო გამომზეურებაში მიიღო მონაწილეობა და ისიც დაიქადნა - კაცობრიობაც რომ დაიქცეს, ფოტოკამერის წინ ფეხების მწყაზრად აპლაკვას მაინც ვერავინ დამიშლისო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141128