ფეხბურთი

12:25 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში კარის სიმაღლე სტანდარტზე მეტი იყო და თამაშის დაწყება შეფერხდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შვეიცარიისა და ლიეტუვას ნაკრებებს შორის შეფერხებით დაიწყო. მიზეზი კი საკმაოდ კომიკურია.

მატჩამდე ჩატარებული გაზომვების შედეგად გაირკვა, რომ სენტ გალენის სტადიონზე კარის ზომა არასტანდარტული იყო.

ფიფას ოფიციალურმა პირებმა შემოწმება ჩაატარეს და გაირკვა, რომ კარის სიმაღლე სტანდარტთან შედარებით დაახლოებით 5 სმ-ით მეტი იყო, ვიდრე ეს რეგულაციით არის დადგენილი - 2.44 მეტრი.

შედეგად, კარის გამოცვლა გახდა საჭირო და თამაშიც დაგეგმილზე 15 წუთით გვიან დაიწყო და შვეიცარიამ საკმაოდ სუსტ ლიეტუვას გაჭირვებით - 1:0 მოუგო.

0.107041