ფეხბურთი

1:34 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილი ვებგვერდებისგან სუპერშეფასებები მიიღო

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები შინ ესპანეთთან დრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და მიუხედავად მარცხისა, მინდორზე ყველას ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიპყრო.

20 წლის ქართველმა შემტევმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. ამაზე შეფასებებიც მოწმობს, რომელიც მან მიიღო. მაგალითად, ვებგვერდმა Sofascore-მ ხვიჩას თამაში 7.6 ქულით შეაფასა და ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ჟორდი ალბამ დაიმსახურა - 8.1 იგივე ქულა დაუწერეს სერხიო ბუსკეტსს (7.6).

Whoscored-მა საერთოდაც ორივე გუნდიდან ხვიჩა გამოარჩია. ქართველ ფეხბურთელს 8.5 ქულა ერგო ეს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება გახლდათ! აჯობა რა, ჟორდი ალბას (8), დანი ოლმოს (7.2), ჯაბა კანკავას (7.2), ფერან ტორესს (7.4) და სერხიო ბუსკეტსს (7.4).

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ კი ორივე გუნდში ერთადერთი ფეხბურთელის თამაში შეაფასა 3 ვარსკვლავით და ეს ხვიჩა იყო. შედარებისთვის, მის წინააღმდეგ მოთამაშე პედრო პორო (ესპანელთა მარჯვენა მცველი) საერთოდაც შეფასების გარეშე დატოვა.

ხვიჩამ გარდა იმისა, რომ ესპანელებს გოლი გაუტანა, არაერთი თავსატეხი გაუჩინა და საწყის 14 წუთში იმავე პოროსა და დიეგო ლორენტეს ყვითელი ბარათები აკიდა, რომლებიც ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში შეცვალა. რა თქმა უნდა, ეს თამაშის მნიშვნელოვანი დეტალია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს შვედეთთან და ესპანეთთან განცდილი ორი მარცხის შემდეგ სალონიკიში, საბერძნეთთან მატჩი 31 მარტს ელოდება.

0.118943