ტურინის “იუვენტუსის” 28 წლის ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო კლუბს არ დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს, რომელსაც გუნდთან მიმიდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება, უახლოეს მომავალში გაუმჯობესებული პირობებით 2019 წლამდე გაუხანგრძლივდება.
კლაუდიო მარკიზიოთი დაინტერესებული ინგლისური გრანდები “არსენალი” და “მანჩესტერი” იყვნენ, თუმცა, როგორც სჩანს, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას იტალიელი ფეხბურთელის გაშვება არ სურს.
მარკიზიო “იუვეს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლავთ, 2007-2008 წლების სეზონი იჯარით “ემპოლიში” გაატარა, მას შემდეგ, კი “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.