ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კთხვებს უპასუხა.
გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ძალიან რთული თამაში იყო და საქართველო თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.
„ძალიან მძიმე და რთული თამაში იყო, ალბათ უფრო რთული, ვიდრე საბერძნეთთან გვქონდა. საქართველოს ნაკრები დაცვაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. ნათელია, რომ საქართველოს ნაკრები იზრდება მატჩიდან მატჩამდე. დღეს უკეთ ითამაშეთ დაცვაში, ვიდრე შვედეთთან, გოლიც გაიტანეთ და კიდევ შეიძლებოდა გაგეტანათ. უფრო მეტი სითამამე საქართველომ ალბათ გულშემატკივრების დამსახურებითაც მიიღო, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს.
ხვიჩა კვარაცხელია? მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელია, ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერი და ხარისხიანია. ასე თუ გააგრძელებს, მაღალი დონის ფეხბურთს აუცილებლად ითამაშებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 31 მარტს, სალონიკში, საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.