სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:36 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ზაფხულში ტრანსფერებისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს

იტალიური „მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. იტალიური მედიის ცნობით, გუნდმა იანვარში თანხის დაზოგვა მოახერხა, რასაც სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის გასვლის შემთხვევაში დამატებით ფინანსები დაემატება.

ამ ეტაპზე „როსონერის“ პრიორიტეტია ლონდონის „ჩელსიდან“ ცენტრალური მცველის ფიკაიო ტომორის გამოსყიდვა იქნება, რომლის ფასი 28 მილიონი ევროა. ტომორი „მილანმა“ იანვარში იჯარით დაიმატა და გუნდს ძალიან კარგად შეეწყო.

გარდა ამისა, იტალიური გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სერბეთის ნაკრებისა და ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი იქნება, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და არაერთი გუნდის ინტერესის სფეროშია.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117129