საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ვილი სანიოლისა და ლუის ენრიკეს გუნდების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.
შვედეთთან მატჩთან შედარებით ვილი სანიოლმა შემადგენლობაში 4 ცვლილება მოახდინა:
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გორბელიძე; კანკავა, გვილია; ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია; ზივზივაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო, გარსია, ლორენტე, ალბა; რუისი, ბუსკეტსი, პედრი; ტორესი, მორატა, ხილი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
შეგახსენებთ, საქართველომ პირველ ტურში შვედეთთან მარცხი განიცადა, ხოლო ესპანეთი საბერძნეთს დაუზავდა. დღევანდელი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.