ფეხბურთი

2:21 | 28.03.2021 | ნანახია 531 - ჯერ

რონალდუმ პროტესტის ნიშნად კაპიტნის სამკლავური მოისროლა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სერბეთ - პორტუგალიის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისას (2:2), პროტესტის ნიშნად კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და მოისროლა.

საქმე ის არის, რომ მე-3 დამატებულ წუთზე, კრიშტიანუმ მეტოქის საჯარიმოს გარედან დაარტყა კარში, ბურთი მასპინძელმა მცველმა გაჭირვებით გამოიტანა. პორტუგალიელი ფეხბურთელები მსაჯს ანიშნებდნენ - ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთაო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. კრიშტიანუმ კი აღშფოთებისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.083143
531