ფეხბურთი

1:46 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი პორტუგალიას დაუზავდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში სერბეთმა პორტუგალიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დამთავრდა.

საინტერესოა, რომ სტუმრები ნახევარი საათის თავზე 0:2 იგებდნენ ლივერპულელი დიოგო ჟოტას დუბლის წყალობით. მაგრამ მასპინძლებმა ივარგეს და ორი საპასუხო ბურთი მაინც გაიტანეს. პირველი ალეკსანდრ მიტროვჩმა შეაგდო თავურით, მეორე - ფილიპ კოსტიჩმა.

სერბეთმა ორი ტურის შემდეგ 4 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. პორტუგალიელებს ამდენივე ქულით მეორე საფეხური უჭირავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108458