საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს - ჯიმი ტაბიძე. სფფ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი მცველი ტრავმირებულია და გუნდს გამოაკლდა.
ტაბიძე ვერც ესპანეთთან და ვერც საბერძნეთის ნაკრებთან ითამაშებს. სხვა ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მწვრთნელს მათზე დაყრდნობა შეუძლია.
კარგად არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც დღეს „დინამო არენაზე“ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 28 მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები ბოლოს 2016 წელს შეხვდნენ და მაშინ ქართველებმა 1:0 მოიგეს.