ფეხბურთი

23:24 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქებმა ნორვეგიელები „სტუმრად“ გაანადგურეს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის შესარჩევ მატჩში თურქეთის ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგო და ორი ტურის შემდეგ, მაქსიმალური 6 ქულით ჯგუფს ლიდერობს.

შეხვედრა ესპანურ მალაგაში ჩატარდა. ნომინალურ მასპინძელ ნორვეგიელებს შემადგენლობაში ორივე ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავდათ: მარტინ ედეგორი და ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 83-ე წუთზე მორტენ ტორსბიუმ შეცვალა.

სკანდინავიელებმა ბოლო ათი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს, მსაჯმა მინდვრიდან კრისტიან ტორსტვედტი დაითხოვა.

თურქთაგან დუბლი „ფენერბაჰჩეს“ შემტევმა ოზან ტუფანმა მიითვალა, ერთი გოლიც „ლესტერის“ მცველმა ჩაგლარ სეიუნჯუმ დაამატა.

0.122525