ფეხბურთი

18:12 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: "მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით, მთავარია მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გამოცდილი კიპერის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მეტოქე, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დასახარჯად გადის და ეცდება, გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს.

„ფსიქოლოგიურად ყველა თამაშისთვის მზად ვარ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს დიდ გუნდს ვეთამაშებით თუ არა. ასე განსხვავება არ შეიძლება და სანაკრებო დონეზე არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები. თუმცა, შეიძლება ის მომენტი იყოს, რომ ესპანეთთან მოტივაცია უფრო დიდია, რადგან დიდი გუნდია. მაქსიმალურად ვეცდები ხვალ გუნდს დავეხმარო და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. მთავარია, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და ერთად დგომით შესაძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა.

ვლადიმირ ვაისთან 5 წელი ვიმუშავეთ და როდესაც ამდენი ხანი ადამიანთან მუშაობა, მისი გამოცდილებიდა სწავლობ, რაც გაგვიზიარა.უბრალოდ, ყველა ადამიანს თავისი ხედვა და აზრი აქვს. ყოველთვის ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრების პრობლემა არაერთიანობა იყო და მან ეს შეცვალა,ერთ მუშტად ვიყავით და ეს გახდა ფინალში გასვლის საწინდარი, რომელიც სამწუხაროდ წავაგეთ. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ ყველაირად ვეხმარებით გამოცდილი მოთამაშეები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდთან ადაპტაცია მალე მოახერხონ.

აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია ქომაგების სტადიონზე დაბრუნება, ბოლოს თუ არ ვცდები, 2019 წელს ვითამაშეთ მათთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვების გემო გავახსენოთ და ეს სიხარული ერთად განვიცადოთ“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში სამჯერ უთამაშია, ორჯერ წააგო, ხოლო 2016 წელს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მადრიდში იმარჯვა. აღნიშნული გუნები ერთმანეთს 28 მარტს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115109