ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს. ტოჩინოშინმა მე-14 საშეჯიბრო დღეს იორიკირის ილეთით მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი დაამარცხა.
შედეგად, ტოჩიმ ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო და საერთო ბალანსი 7-7-ზე გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღეს ნამდვილი ფინალი ელოდება.
ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს გაეჯიბრება და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდება.