ავტოსპორტი

11:03 | 27.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ნორისი: ფ1-ს აღარ ჰყავს მოწინავეები და საშუალოები

„მაკლარენის“ ლანდო ნორისი ფიქრობს, რომ ახალ სეზონში, ლიდერებსა და საშუალო გუნდებს შორის სხვაობა ძალიან შემცირდა. მას ამის საფუძველს წინასასეზონო ტესტების და ბაჰრეინის დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკების შედეგები აძლევს.

ამ სეზონში „მაკლარენი“ ისევ „მერსედესის“ ძრავებზე გადავიდა, რაც ნორისს იმის იმედს აძლევს, რომ გუნდი კვარცხლბეკზე ადგილების უფრო ხშირად დაკავებისთვის იბრძოლებს. ნორისმა გასულ სეზონში, ავსტრიის დიდ პრიზზე მესამე ადგილი დაიკავა, რაც მის კარიერაში პირველი კვარცხლბეკი იყო. მოგვინბით, იტალიაში მეოთხე ადგილზე გავიდა, მის თანაგუნდელ კარლოს საინსს კი მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

„გასული სეზონის მიწურულს, ჩვენ ჩამორჩენა შევამცირეთ. მაშინ მერსედესი იგებდა და რედ ბული მასთან ახლოს იყო. იმედი მაქვს, ამ სეზონში ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება იმისა, რომ მათ ხანდახან გავასწროთ. ალბათ ისევ იქნებიან მოულოდნელი გამარჯვებულები და იმედია, ეს ჩვენ ვიქნებით. ჩვენ იმედ გვაქვს, რომ მათთან უფრო ახლოს ვიქნებით. და მაინც, ვფიქრობ, რომ ლიდერებსა და საშუალოებს შორის უწინდელი სხვაობა დარჩება. ვნახოთ, ყველაფერი კვირას უფრო გამოიკვეთება“, - ამბობს ნორისი, ვისაც ამ სეზონში, თანაგუნდელად დანიელ რიკარდო ჰყავს.

გასულ სეზონში „მაკლარენმა“ კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილი დაიკავა, რაც ნაწილობრივ იმის შედეგად მოხდა, რომ „რეისინგ პოინტს“ (ახლანდელ ასტონ მარტინს) „მერსედესის“ უკანა მუხრუჭის ჰაერსადინარის კოპირების გამო, 15 ქულა დააკლეს.

ნორისი თვლის, რომ ამ სეზონშიც „მაკლარენის“ მთავარი მეტოქე „ასტონ მარტინი“ იქნება. „მათ გასული სეზონის განმავლობაში, გაცილებით სწრაფი მანქანა ჰყავდათ. ზოგ რბოლაში უპირატესობა ჩვენ გვქონდა. საბოლოოდ, როგორც გუნდმა უკეთ ვიმუშავეთ და ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდა. ვფიქრობ, წელს უფრო დაძაბული პაექრობა გვექნება. ტესტებზე გამოჩნდა, რომ ისინი კვლავ სწრაფები არიან. ამიტომ, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. მაგრამ თუ რბოლებში მეორე და პირველი ადგილის შანსი გაჩნდება, ჩვენ ამ შანსის გამოყენებასაც ვეცდებით“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.133203