საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. 20 წლის შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, ფედერაციას და დაწერა, რომ მალე ახალი თავგადასავლები დაიწყება.
„ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ცუდი ამბავი მაქვს ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის. ჩემი გეგმები შეიცვალა საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებთან დაკავშირებით. ტრავმის გამო იძულებული ვარ აპრილამდე პერიოდი გამოვტოვო.
თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დებიუტი მქონდა საქართველოს ნაკრებში. მადლობა ფედერაციას და მთელ გუნდს. მაგრამ არაფერი დასრულებულა. მალე მოედანზე შევხვდებით ახალი თავგადასავლებისთვის“, - დაწერა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი შვედეთთან (0:1) მატჩში ჰქონდა.