"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელს ულე გუნარ სულშერს ახალ კონტრაქტს უმზადებს, მიუხედავად იმისა, გუნდი მიმდინარე სეზონში რომელიმე ტურნირს მოიგებს თუ არა. აღნიშნული ინფორმაცია Daily Telegraph-მა გაავრცელა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 13 ქულით ჩამორჩება. გუნდი ასევე ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. სულშერს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.