ფეხბურთი

14:06 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა წინ ორი რთული მეტოქეა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დღეს 25 წლის გახდა და ამასთან დაკავშირებით გრაცის „შტურმმა“ მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თემაზე იყო საუბარი.

ინტერვიუ შვედეთთან (0:1) გუშინდელ მატჩზე საუბრით დაიწყო და კიტეიშვილმა აღნიშნა, რმ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა.

- მსოფლიო თასის შესარჩევში შვედეთთან 0:1 წააგეთ, მეორე ტაიმი ითამაშეთ, როგორ შეაფასებთ თამაშს?

- საკვალიფიკაციო ეტაპი უიღბლოდ დავიწყეთ, სამწუხაროდ გათანაბრება ვერ მოვახერხეთ. გუნდმა მართლაც კარგად იმუშავა და მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ 45 წუთი ვითამაშე.

- შემდეგი მატჩები ესპანეთთან და საბერძნეთთან გაქვთ. რა მოლოდინია ამ შეხვედრებთან დაკავშირებით?

- ჩვენს წინაშე ნამდვილად ორი ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ესპანეთი მსოფლიო კლასის გუნდია, ისევე როგორც საბერძნეთი, რომელმაც გუშინ ესპანეთში 1:1ითამაშა და ამიტომ, შეუფასებლობა არასწორი იქნება. მაგრამ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ქულას წავართმევთ.

- ახლა „შტურმზე“ გადავიდეთ. ტრავმისგან გამოჯანმრთელების შმედეგ „ადმირასთან“ დაბრუნდით. რამდენად კარგი იყო დაბრუნება?

- რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა. მე კარგად ვარ და მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის მომდევნო მატჩებს.

- რა მიზნები გაქვთ საჩემპიონო ზონასთან დაკავშირებით?

- იქ გასვლასთან ძალიან ახლოს ვართ, ყველა თამაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს. სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ „ზალბურგთან“ კარგად ვითამაშოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე გასვლაა.

- რეგულარუ სეზონში „ზალბურგთან“ ძალიან კარგად ითამაშეთ. ზოგადად, რამდენიმე კმაყოფილი ხართ 22 ტურით?

- ვფიქრობ, ჯერჯერობით კმაყოფილები შეიძლება ვიყოთ. ახალი გუნდი ვართ და ყოველთვის არის ფაზები, რომლებშიც საქმე ცოტა რთულდება. მაგრამ შეგვიძლია ძირითადად კმაყოფილები ვიყოთ.

- გრაფიკი მკაცრია. კვირას და ოთხშაბათს სანაკრებო მატჩებია, შემდეგ ისევ ჩემპიონატი გრძელდება. სასიამოვნო საჩუქარია დაბადების დღისთვის ამდენი თამაში?

- ფეხბურთელი იმიტომ გავხდი, რომ ეს სპორტი ძალიან მიყვარს. ბოლოს და ბოლოს, ისე ივარჯიშებ, რომ მოედანზე საკუთარი უნარები გამოაჩინო. ამ მომენტში ეს შესაძლებელია და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩებს.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

0.125919