საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შვედეთთან (0:1) შესვენებაზე შეცვლის მიზეზი ტრავმა გახდა. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი წერს, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
"პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ვილი სანიოლმა მეორე ნახევრის სტარტზე თამაშში ოთარ კიტეიშვილი ჩართო", - წერია სფფ-ის საიტზე.
20 წლის ქართველმა შემტევმა პირველი ტაიმის ბოლოს თავი შეუძლოდ იგრძნო. უცნობია რა სახის დაზიანებაა, ხოლო ყველაფერი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მეორე ტურში 28 მარტს, თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება.