სხვა

4:27 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი 2023 ბასკეთში დაიწყება

ბასკურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურ დე ფრანსის 2023 წლის ველომარათონი სტარტს ქალაქ ბილბაოში აიღებს. უფრო მეტიც, ბილბაოს გაზეთ „ელ კორეოს“ ინფორმაციით, ბასკეთის დედაქალაქში ტურის პირველი ორი ეტაპი გაიმართება.

გაზეთი გვამცნობს, რომ ბილბაოს ხელისუფლებამ, ტურის ორგანიზატორ ASO-სთან (ამორი სპორტ ორგანისაციონ) მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მაშინ გადაწყდა, რომ ტური ბასკეთის მხარეს, სადაც მისი ეტაპები დიდი ხანია არ გამართულა, აუცილებლად ეწვევა. ბოლოს ყველაზე პრესტიჟული ველომარათონი ბასკეთს 1992 წელს ესტუმრა, როცა სტარტი სან სებასტიანში აიღო.

წლევანდელი ტურის პირველადი ვარიანტით, სტარტი კოპენჰაგენში (დანია) იყო დაგეგმილი. მაგრამ პანდემიის და იმის გამო, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად, წელს ჩატარდება, სტარტი ქალაქ ბრესტში გადაიტანეს, რომელიც საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთში მდებარეობს.

კოპენჰაგენს კი ფრანგული ველომარათონი მაინც ეწვევა. ოღონდ, ეს მომავალ სეზონში მოხდება. თანაც, დანიაში ტურის პირველი სამი ეტაპი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1639