ფეხბურთი

3:15 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მეტოქეს დიდ პატივს ვცემდით და ადვილი თამაში არ გვქონია"

შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (1:0) საქართელოს მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სწორედ ზლატანის კლასმა გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი, რადგან საოცარი საგოლე გადაცემა გააკეთა და როგორც აღნიშნა, ზუსტად იცოდა, რომ იქ ვიქტორ კლაესონი იქნებოდა, ამიტომაც პასი ადვილად მისცა.

„აშკარად რაღაც გვაკლდა და ადვილი მატჩი არ იყო. ჩვენ მათ მეტისმეტად დიდ პატივს ვცემდით და ბანალური შეცდომები დავუშვით. პრესინგი უფრო მაღლა რომ გვეთამაშა, რაც ხანდახან გავაკეთეთ, უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. საბოლოოდ, თამაში მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

მე ახალი ვარ ამ სათამაში სისტემაში და ჯერ ბოლომდე ვერ ავითვისებ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი შეცდომადავუშვით და თუ ამას მინიმუმამდე დავიყვანთ, შეტევაშიც სახიფათოები ვიქნებით. მაგრამ ორ დღეში მომზადება ადვილი არ არის. გოლი? კლაესონმა მითხრა, რომ უკან იქნებოდა და ასე რომ, ზუსტად ვიცოდი ის სად იყო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ნაკრებში თითქმის 5 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას 28 მარტს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ კედლებში საბერძნეთს ვერ მოუგო (1:1).

0.117347