ჩოგბურთი

2:01 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა

დიდი სლემის სამი ტიტულის მფლობელმა, შვეიცარიელმა სტან ვავრინკამ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე კვირა, თამაშს ისევ ვერ შეძლებს.

„მარცხენა ტერფზე გარკვეული პრობლემები მქონდა და გადავწყვიტე, მასზე მცირე პროცედურები გამეკეთებინა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რამდენიმე კვირა თამაშს ვერ შევძლებ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ვარჯიშს დავიწყებ“, - ამბობს ვავრინკა.

მან 2017 წელს ATP-ს ბოლო ტურნირი მოიგო და მალევე მუხლის ოპერაცია გაიკეთა. მომდევნო სეზონში კი ტრავმებმა გააწამა. ამის გამო, რეიტინგში 263-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თუმცა ამჟამად 21-ე ადგილი უკავია.

ვავრინკას ავსტრალიის (2014 წელს), საფრანგეთის (2015) და აშშ-ის ღია (2016) პირველობები თითოჯერ აქვს მოგებული. უიმბლდონზე კი ორჯერ მიაღწია მეოთხედფინალს. ავსტრალიის წლევანდელ ღიაზე მეორე წრეშივე წააგო. წარუმატებლად ითამაშა როტერდამსა და დოჰაშიც.

დეკემბერში მისმა მწვრთნელმა დანიელ ვალვერდუმ განაცხადა, რომ 35 წლის ვავრინკა ამ სეზონში კიდევ ერთხელ ეცდება წარმტების მიღწევის, შემდგ კი კარიერას დაასრულებს.

0.11405