ფეხბურთი

19:12 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS: ზიდანი "იუვენტუსის" მთავარი სამიზნეა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სეზონის ბოლოს შესაძლოა ვაკანტური გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, არაა გამორიცხული გუნდი დატოვოს.

ესპანური გამოცემა As-ი კი წერს, რომ ფრანგი სპეციალისტის მომავალი „იუვენტუსს“ ყველაზე მეტად უკავშირდება. ტურინელთა ბანაკში ანდრეა პირლოს სკამი შერყეულია და იტალიელებს მისი შეცვლა სწორედ ზიდანით სურთ, რომელიც პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან მეგობრობს. გარდა ამისა, კლუბს კარგად იცნობს, რადგან 1996-2001 წლებში „იუვეში“ თამაშობდა. იტალიელების გარდა, ზიდანს კიდევ ერთი ვარიანტი საფრანგეთის ნაკრებიდან ექნება, ოღონდ მხოლოდ 2022 წლიდან, როდესაც დიდიე დეშამის კონტრაქტი ამოიწურება. ვინაიდან, მანამდე წელიწადნახევარია, შესაძლოა, ზიზუმ უპირატესობა მართლაც „იუვენტუსს“ მიანიჭოს.

მადრიდის „რეალში“ ზიდანის მემკვიდრეებად რაული და იოაჰიმ ლიოვი სახელდებიან. ესპანელი „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში წარმატებით მუშაობს და ფლორენტინო პერესის ფავორიტია, მაგრამ მეორეს მხრივ არის გამოცდილი ლიოვის ვარიანტი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დატოვებს.

შეგახსენებთ, „რეალი“ ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს და პარალელურად ჩემპიონთა ლიგის მოთხედფინალშიც არის გასული, სადაც ინგლისურ „ლივერპულს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111845