ფეხბურთი

14:55 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ რონალდუს არ დაიბრუნებს

„რეალი“ არ არის დაინტერესებული პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით. კლუბი დიდად აფასებს მის წარსულ დამსახურებას, მაგრამ ფეხბურთელების პერსპექტივით შეძენას ამჯობინებს - გვამცნობს cope.es.

წინა დღეებში იტალიურ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს „იუვენტუსი“ 36 წლის ფორვარდის გაყიდვას აპირებდა შეუსაბამოდ დიდი ხელფასის გამო. თუმცა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, ეს ამბავი უარყო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ზაფხულს რონალდუ კლუბს არ დატოვებს.

კრიშტიანუ მადრიდის „რეალში“ 2009-18 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110639