„ბარსელონას“ ჭაბუკი ფორვარდის, ანსუ ფატის რეაბილიტაციის პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ელოდნენ.
Marca-ს ცნობით, 18 წლის შემტევს, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს, რადგან მისი მენისკი ძნელად ხორცდება. ექიმები გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
თუ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, ფატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვეღარ დაუბრუნდება მინდორს.
შეგახსენებთ, რომ ფატიმ ტრავმა შარშან ნოემბერში მიიღო „ბეტისთან“ მატჩში. ოპერაცია მას მაშინვე გაუკეთეს.