ფეხბურთი

11:19 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩის მორიგი მიღწევა

ოთხშაბათს, ლიუბლიანაში, 2022 წლის მასოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, სლოვენიამ ხორვატიას 1:0 მოუგო. სტუმართა კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ხორვატთა ეროვნული გუნდის მაისურა 134-ედ მოირგო და რეკორდსმენ დარიო სრნას გაუთანაბრდა, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა.

მოდრიჩისა და სრნას შემდეგ, მატჩების რაოდენობით ხორვატთა შორის არიან: სტიპე პლეტიკოშა (114 მატჩი), ივან რაკიტიჩი (106), იოსიპ შიმუნიჩი (105), ივიცა ოლიჩი (104), ვედრან ჩორლუკა (103).

0.115497