კალათბურთი

10:24 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 9 ქულა და 5 მოხსნა 11 წუთში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანამ“ მორიგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „პეისერსმა“ 116:111 მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე გარკვეული არ იყო, მაგრამ ინდიანაპოლისელებმა ბოლოსკენ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს.

უკვე ზედიზედ მეორე მატჩია ბითაძე მისთვის დათმობილ დროს შესანიშნავად იყენებს. ქართველმა ცენტრმა 11:16 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, ხოლო ჯერამი გრანტი 29 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა.

„ინდიანა პეისერსს“ 20 გამარჯვების საპირისპიროდ 23 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 მარტს სტუმრად „დალას მავერიქსთან“ გამართავს.

0.127884