ჩოგბურთი

4:28 | 25.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენუს უილიამსი მაიამის ღიას პირველივე წრეში გამოეთიშა

მაიამის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა მისი სამგზის ჩემპიონი ვენუს უილიამსი. ამერიკელი ორ წრეში, 6-2, 7-6 (10) დამარცხდა ყაზახ ზარინა დიიასთან. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.

ვენუსს მაიამის ტურნირი 1998, 1999 და 2001 წლებში აქვს მოგებული. უფრო მეტიც, ის ამ ტურნირის მეორე ყველაზე წარმატებული მონაწილე ქალი ჩოგბურთელია თავისი დის, სერენა უილიამსის შემდეგ. სერენამ მაიამიში გამოსვლისგან, სტომატოლოგიური ოპერაციის გამო, თავი შეიკავა.

„ამ გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ძალიან რთული შეხვედრა იყო. ვენუსის თამაშს პატარაობიდან ვუყურებდი. ის ხომ ლეგენდაა. ამიტომ ჩემთვის ამ გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი აქვს“, - განაცხადა დიიასმა.

უილიამსმა შეხვედრისას ხუთი ეისი მოაწოდა, მაგრამ 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მეორე სეტში ის 4-1 დაწინაურდა, მაგრამ დიიასმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. აქ ვენუსმა ორი სეტ პოინტი გაანიავა, რაზეც მეტოქისგან პასუხად, ორი გამოუყენებელი მატჩ პოინტი მიიღო. თუმცა დიიასმა მესამე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

0.120009