გამოცემა „ლე პარიზიენის“ ცნობით, პოპულარული კლასიკური რბოლა (მონუმენტი) პარიზი-რუბე, რომელიც 11 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო.
როგორც წესი, დიდი კლასიკურ რბოლებს შორის, პარიზი-რუბე კალენდარში მესამე ადგილს იკავებს ხოლმე. შარშან ის ასევე პანდემიის გამო გადაიდო და ოქტომბერში ჩატარდა. შარშანვე იმავე მარშრუტზე ქალთა პირველი რბოლაც იგეგმებოდა, მაგრამ ის საერთოდ გაუქმდა.
როგორც ცნობილია, ევროპას პანდემიის მესამე ტალღამ შეუტია, რის გამოც, ევროკავშირის ქვეყნებმ, მათ შორის საფრანგეთმა, ისევ ლოკდაუნის რეჟიმი დააწესეს. ეს კი რბოლის ჩატარებას შეუძლებელს ხდის.
პარიზი-რუბეს რბოლას ხშირად კლასიკური რბოლების დედოფალსაც უწოდებენ. ეს ველოსპორტში ურთულესი შეჯიბრია, რადგან გზის დიდი მონაკვეთი, ქვაფენილზე გადის. ამის გამო, მონაწილეებს უმძიმეს პირობებში უწევთ ასპარეზობა.
ამ სეზონში უკვე ჩატარდა პირველი მონუმენტი - მილანი-სან რემო. კალენდარში შემდეგი ფლანდრიის ტურია, პარიზი-რუბეს კი ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის და ჯირო დი ლომბარდია მოჰყვება. ფლანდრიის ტური (ბელგია) 3 აპრილს არის დაგეგმილი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება პარიზი-რუბეს რბოლა. სავარაუდოდ, ის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.







