ჩოგბურთი

23:30 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის მასტერსის დიდებული ჩემპიონები

მაიამის ღია პირველობის ჩატარება 1985 წელს სამხრეთ ფლორიდაში დაიწყო და მას შემდეგ აღნიშნული მასტერსი ტიტულოვანი ჩოგბურთელებისთვის საყვარელი ტურნირი გახდა. მაიამის მასტერსი მოუგია ისეთ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან: პიტ სამპრასი, ანდრე აგასი, როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. მიმდინარე წელს მაიამის მასტერსის 36-ედ ჩატარდება, ამჯერად ჯოკოვიჩის, ფედერერის და რაფაელ ნადალი გარეშე. ATPTour.com-მა ტურნირის ტიტულოვანი ჩოგბურთელების ფინალების ისტორია გაიხსენა.

მაიამის მასტერსის ტიტულოვანი ჩოგბურთელები

ჩოგბურთელი

ტიტულების რაოდენობა

მოგებული ტიტულები წლების მიხედვით

1.ნოვაკ ჯოკოვიჩი

6

2007, 2011-12, 2014-16

1.ანდრე აგასი

6

1990, 1995-96, 2001-03

2.როჯერ ფედერერი

4

2005-06, 2017, 2019

3.პიტ სამპრასი

3

1993-94, 2000

4.ენდი მარეი

2

2009, 2013

4.ანდი როდიკი

2

2004, 2010

4.ივან ლენდლი

2

1986, 1989



ივან ლენდლი - ტიტული (2): 1986, 1989

ივან ლენდლიმ 94 ტიტულიდან ორი აღნიშნულ ტურნირზე მოიპოვა. მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სამხრეთ ფლორიდაში, კერძოდ ბოკა რეტონში გაიმარჯვა. მას შემდეგ კი ეს ტურნირი დიდი ხნის განმავლობაში კი ბისკეინში იმართებოდა. 1986 წელს, მეორე გათამაშების ფინალში ლენდლიმ მატს ვილანდერი 3:6, 6:1, 7:6, 6:4 დაამარცხა, ხოლო სამი წლის შემდეგ გადამწყვეტ მატჩი ვერ ჩაატარა, რადგან ტომას მიუსტერი ავარიის გამო ტრავმირებული იყო და გამარჯვებულად ივანი გამოცხადდა.

ენდი როდიკი - ტიტული (2): 2004, 2010

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელმა ენდი როდიკმა კარიერის განმავლობაში 32 ტიტული მოიპოვა, ხოლო ორჯერ კი ბისკეინში გაიმარჯვა. ამერიკელმა მაიამის ღია პირველობა პირველად 2004 წელს მოიგო, როდესაც ფინალში გილერმო კორიას შეხვდა და მეტოქემ თამაში შეწყვიტა. ექვსი წლის შემდეგ როდიკი კვლავ გავიდა ფინალში, კარიერაში მეხუთედ მოიგო მასტერსის კატეგორიის ტურნირი და როგორც აღმოჩნდა ბოლოჯერ შეძლო მასტერსზე გამარჯვება. ფინალში ენდიმ ტომაშ ბერდიხი დაამარცხა, სადაც 13 ეისი შეასრულა, ბრეიკზე მეტოქე არ გაუშვა და 7:5, 6:4 გაიმარჯვა.

ენდი მარეი - ტიტული (2): 2009, 2013

ენდი მარეისთვის ეს ტურნირი "მშობლიური" იყო, რადგან მაიამიში, კრენდონ პარკთან ათი წუთის სავალზე აქვს სახლი. ბრიტანელმა კარიერის განმავლობაში 14-ჯერ მოიგო მასტერსის ტურნირი, ორჯერ მაიამიში გაიმარჯვა, ხოლო ფინალში 2012 და 2015 წლებში გავიდა. 2009 წელს მარეი "დიდი სამის" სერიოზული მეტოქე გახდა და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:2, 7:5 დაამარცხა. ეს გამარჯვება ერთგვარი რევანში იყო, რადგან ორი წლით ადრე ენდი სერბთან 1:6, 0:6 დამარცხდა. 2013 წელს მარეიმ თავისი დაბადების დღემდე ორი დღით ადრე დავიდ ფერერი 2:6, 6:4, 7:6 დაამარცხა და ბოლოჯერ მოიგო ეს ტურნირი.

პიტ სამპრასი - ტიტული (3): 1993-94, 2000

1994 წელს, მაიამის მასტერსის ფინალის დაწყებამდე პიტ სამპრასს მუცლის ტკივილი ჰქონდა, ხოლო ანდრე აგასიმ გულისხმიერება გამოიჩინა და თამაშის ერთი საათით გადატანას დათანხმდა. საბოლოოდ, აგასის ძვირად დაუჯდა ეს ჟესტი, რადგან სამპრასმა შეხვედრა ანგარიშით 5:7, 6:3, 6:3 მოიგო. "პისტოლ პიტმა" მესამეჯერ ეს ტურნირი 2000 წელს მოიგო, სადაც ფინალში ნაცნობი მეტოქე, გუსტავო კუერტენი 6:1, 6:7, 7:6, 7:6 დაამარცხა.

როჯერ ფედერერი - ტიტული (4): 2005-06, 2017, 2019

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მაიამის მასტერსი პირველად რაფაელ ნადალთან დრამატულ მატჩში მოიგო. ფედერერის და ესპანელის დიდხნიანი დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი 2005 წელს იყო, როდესაც როჯერმა ხუთ სეტში, ორი სეტის წაგების შემდეგ მოიგო - 2:6, 6:7, 7:6, 6:3, 6:1. ამის შემდეგ შვეიცარიელმა "მაესტრომ" კიდევ სამჯერ გაიმარჯვა, 2019 წელს კი ყველაზე ასაკოვანი ტრიუმფატორი გახდა. ამავე წელს აღნიშნულმა მასტერსმა ჩატარების ადგილი შეიცვალა და მას შემდეგ ტურნირი მაიამი გარდენში იმართება.

ფედერერის და ნადალის 2005 წლის ფინალი

ანდრე აგასი - ტიტული (6): 1990, 1995-96, 2001-03

13 წლის განმავლობაში აგასი კი ბისკეინის მეფედ ითვლებოდა. ლას ვეგასში დაბადებულმა და ფლორიდაში, ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში აღზრდილმა აგასიმ მაიამის მასტერსი ექვსჯერ მოიგო, ხოლო ფინალში ორჯერ გავიდა. პიტ სამპრასისთან მისი დაპირისპირებები გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, ხოლო ერთ-ერთი გამორჩეული ფინალი 1995 წელს იყო, როდესაც აგასიმ პიტი 3:6, 6:2, 7:3 დაამარცხა. მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ისტორიაში ზედიზედ ყველაზე მეტი, 19 მატჩი მოიგო, ასევე ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა და ეს რეკორდი დღემდე ვერავინ დაამხო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - ტიტული (6): 2007, 2011-12, 2014-16

2007 წელს, 19 წლის ასაკში მაიამის მასტერსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მას შემდეგ სერბმა კიდევ ხუთჯერ მოიგო ტურნირი და აგასისთან ერთად პირველ ადგილზაე მოგებული ტიტული რაოდენობით და ასევე მეორე ჩოგბურთელია, რომელიც ზედიზედ სამჯერ გახდა ტრიუმფატორი. მაიამის მასტერსის გარდა ყველაზე მეტჯერ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული (9), ასევე ინდიანა უელსის, რომის, პარიზის მასტერსის და შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული ხუთ-ხუთჯერ გახდა.

0.130623