ჰოლანდიის ნაკრების რიგებში ცვლილებაა, ტრავმირებული მარჯვენა მცველის, დერილ ჯანმაატის ნაცლად, გუს ჰიდინკმა “აუგსბურგის” მცველს – პოლ ვერჰაეგს უხმო.
31 წლის ვერჰაეგს “ნარინჯისფერთა” რიგებში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ჰოლანდიელები 10 ოქტომბერს ყაზახეთს უმასპინძლებენ, ხოლო 13-ში ისლანდიას დაუპირისპირდებიან გასვლაზე.