ფეხბურთი

12:35 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

იტალიური „რომა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობა მზადაა ედინ ჯეკო გაასხვისოს და მის შეცვლელს ეძებს.

ჯეკოს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ხელფასის სახით სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ ბოლო დროს შედეგიანად ვეღარ თამაშობს. ამიტომაც, ის გუნდში ხელშეუხებელი ფიგურა აღარ არის. რომაელებს ჯეკოს იდეალურ შემცვლელად მაურო იკარდი ესახებათ.

არგენტინელი პსჟ-ში ძირითადი შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება და არ არის გამორიცხული ფრანგები მას თუნდაც იჯარით შეელიონ, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით. იკარდიმ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა. სამხრეთ ამერიკელ ფორვარდს კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში აქვს გატარებული, სადაც "სამპდორიასა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ იკარდის ალტერნატივად „ტორინოს“ კაპიტანი ანდრეა ბელოტი და ფლორენციის „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი განიხილებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123534