ფეხბურთი

12:03 | 24.03.2021 | ნანახია 701 - ჯერ

Marca-მ "რეალში" რონალდუს დაბრუნების სამი მიზეზი დაასახელა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შესახებ ხმები ისევ ვრცელდება. მადრიდულმა გამოცემა Marca-მ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც პორტუგალიელის „რეალში“ გადასვლა შესაძლებელია.

გულშემატკივრებთან ურთიერთობა, ზინედინ ზიდანის სურვილი და უშუალოდ რონალდუს სურვილი, რომ ისევ „სამეფო კლუბში“ ითამაშოს. გამოცემა წერს, რომ 36 წლის ვარსკვლავი უკმაყოფილოა იტალიური თავგადასავალით. Marca წერს, რომ თუ მადრიდში მისი ტრანსფერით დაინტერესდებიან, ის აუცილებლად დათანხმდება და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნდება.

რონალდუ „იუვენტუსში“ სხვა მოლოდინით გადავიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის შედეგები მასთან ერთად გაუარესდა, რასაც წელს სერია A-ში წარუმატებელი ასპარეზობაც დაერთო. გარდა ამისა, კრიშტიანუს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც არ მოეწონა, როდესაც სეზონის წინ მთავარ მწვრთნელად სრულად გამოუცდელი ანდრეა პირლო დანიშნეს.

პორტუგალიელ თავდამსხმელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს. გამორიცხული არ არის, ფეხბურთელის გაყიდვა ტურინელებმაც გადაწყვიტონ, რადგან ბიუჯეტს მისი ხელფასისგან გაათავისფულებენ და გუნდის დაკომპლექტებას უფრო თავისუფლად მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 123 მატჩში 95 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:45 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

მინიმუმ 3 გოლს 5 აქვს კოეფიციენტი.რა ვქნა დავდო თუ არ დავდო)))მარა ახლა მოკვდება ეს დედა...ყნული მე რომ დავდო)))

18:32 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

დღეს კრისტინა აზერებს მინიმუმ 2 გოლს ვერ გაუტანს ვითომ?რაღაცით ხო მაინც გასარგებლოს ამ დედა...ყნულმა ტაქსის მძღოლებთან თამაშის დროს)))))

16:18 | 24.03.2021
mjgiri (8951)

ამერიკაში წასვლის დრო მოვიდა

16:18 | 24.03.2021
mjgiri (8951)

37 წლის გახდება შემდეგ სეზონში... უაზრობაა დიდი

14:19 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

თავდაპირველად დასახელებული 50 მილიონი როგორც ვივარაუდე შეამცირა ანიელიმ და 25 მილიონი დაადო ფასი,წესით უნდა გაყიდოს მაგ ფასში ეს პერესის ნი..ავი ეს

14:14 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

იქნება ისევ რაღაცა გიშველოს ბაბუმ)))რომ არა პერესი კრისტინა დღეს იქნებოდა ზლატანას სუარესის ლევანდოვსკის და ასეთების დონეზე.შენი ძალით გაქაჩული და გაპიარებული დედას ჩა..ენე

16:19 | 24.03.2021
mjgiri (8951)

ორჯერ მეტი ლიგის ფინალი ითამაშა ,ვიდრე ნესვმა :დ

18:37 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

სულ მაგან ითამაშა ეგ ფინალები და სულ მაგან მოიგო ლიგები.შეეტყო აგერ იუვეში)))

21:03 | 24.03.2021
mjgiri (8951)

არა ,მესიმ

14:10 | 24.03.2021
Kobe Bean (21683)

მიდი ისევ ბაბუ პერესთან შე საწყალო თორემ გახდი ჭიჭვეიშვილი მაგის გარეშე)))

0.11508