ფეხბურთი

13:56 | 24.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პედრი: "ევროპის ჩემპიონატზე თამაში მსურს, მაგრამ ამას შრომა სჭირდება"

ესპანეთის ნაკრებში „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველი პედრი გამოიძახეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუის ენრიკეს მიწვევით ეიფორიაში არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

„არ მომწონს სამომავლო მიზნების დასახვა. ყოველთვის ვცდილობ დღითიდღე განვითარებას და სხვებზე მეტი შრომით გავიზარდო. „ბარსელონაში“ მხოლოდ ასე გაგრძელებაზე ვფიქრობ. ევროპის ჩემპიონატი? ეს ოცნება იქნებოდა და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ მიწაზე ფეხებით ვდგავარ და მუშაობას ვაგრძელებ“, - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 28 მარტს, თბილისში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119578