News

23:53 | 23.03.2021 | ნანახია NaN - ჯერ

გარეთ ბეილი: "რეალში" დაბრუნებას ზაფხულში ვგეგმავ"

უელსის ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას იმედოვნებს. როგორც მან უელსურ მედიას უთხრა, ინგლისში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დაბრუნდა, რათა ევოპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვედრილიყო.

„თავდაპირველი გეგმა იყო ლონდონში მხოლოდ ერთი სეზონის გატარება და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მადრიდში დაბრუნება, რადგან კონტრაქტი კიდევ ერთი მაქვს. ჩემი იდეაა, რომ „რეალში“ დავბრუნდე, სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ვგეგმავდი.

„ტოტენჰემში“ გადასვლის მთავარი მიზეზი იყო თამაში და კარგი ფიზიკური ფორმით ევროპის ჩემპიონატზე წასვლა“, - თქვა უელსელმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი ლონდონის „ტოტენჰემს“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:33 | 04.04.2023
georgianwelder (778)

აშკარად ნაკრებში უნდა დაბრუნება ტრამვის მერე მაგრად მოუმატა, წარმატებები გიორგი. მიდი შეუბერე მშვენიერი საგოლე ალღო გაქვს. შენი სიტყვა კიდევ ბევრჯერ გაქვს სათქმელი და იტყვი კიდეც.

0.072306