ფეხბურთი

18:23 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მზადების პროცესი: დავით ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთში გაემგზავრა, მანამდე კი თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლის გუნდს დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა გამოაკლდა, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო ტესტირების პასუხი გამოცდილი ფეხბურთელის შემთხვევაში დადებითი აღმოჩნდა და უახლოეს სამ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრებში პირველად ივარჯიშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიმ ვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა. გუნდი სტოკჰოლმში უკვე გემგზავრა, სადაც შვედეთის ნაკრებს 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს 28 და 31 მარტს, შესაბამისად, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებიც ელოდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

0.130993