სხვა

15:48 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: „მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპური თამაშების ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თამაშებზე არ დაუშვან უცხოელი გულშემატკივრები, გაწბილებას იწვევს, მაგრამ პირველ ადგილზე ყოველთვის ასპარეზობის მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა იყოს.

„ვიზიარებთ ოლიმპიური თამაშების ყველა მოყვარულის, ათლეტთა ოჯახის წევრების და მეგობრების გაწბილებას, რომლებიც თამაშებზე ჩასვლას გეგმავდნენ, - აცხადებს ბახი, - ამის გამო, გულწრფელად ვწუხვარ. ვიცით, რომ ეს ყველასთვის დიდი დანაკარგია. პანდემიის პირველი დღიდან ვამბობდით, რომ თამაშებისთვის რაღაც მსხვერპლის გაღება მოგვიწევდა.

ასევე ვამბობდით, რომ მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. ვიცი, რომ ჩვენი იაპონელი პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა. IOC-ის მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და რჩება უსაფრთხო ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზება. ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს იაპონელ პარტნიორებს და მეგობრებს, რათა ტოკიოში ჩავატაროთ წარმატებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები."

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, პარაოლიმპური თამაშები - 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098333