დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რონალდუს და მესის დონემდე მისაღწევად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება.
„რონალდუ და მესი საუკეთესოები არიან ისტორიაში. ჟურნალისტები ხანდახან მადარებენ მათ. მაგრამ მე სხვა საქმეებზე ვარ კონცენტრირებული. მათ დონემდე მისასვლელად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მიკლია.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Goal.com.