ჩოგბურთი

0:57 | 23.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ივანიშევიჩი - ჯოკოვიჩი შესაძლოა ახალ რეკორდს უმიზნებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგის მოწინავე პოზიციას, რეკორდულად დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს და ამ მაჩვენებლით, ახლახანს როჯერ ფედერერის ძველი მიღწევა გააუმჯობესა. თუმცა მისი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი, ხორვატი გორან ივანიშევიჩი ამბობს, რომ შესაძლოა, მისი შეგირდი შტეფი გრაფის ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესებასაც აპირებს.

ჯოკოვიჩს დიდი სლემის 18 ტიტული აქვს მოპოვებული და რეიტინგის სათავეში 311 კვირა გაატარა. ახლახანს მან ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. და თუ დიდი სლემის ორ ტურნირსაც მოიგებს, სლემის ტიტულებით, ფედერერს და რაფაელ ნადალს გაუტოლდება. რა თქმა უნდა, ის სწორედ ამას აპირებს და თავის სათამაშო განრიგსაც ისე გეგმავს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს.

„თუ ის ჯანმრთელად იქნება, ისევე საზრიანად ითამაშებს, როგორც ავსტრალიაში, მაშინ მისთვის ზღვარი არ არსებობს. როგორც ადრეც მითქვამს, შტეფი გრაფის 372 კვირა განსაკუთრებული მიღწევაა. მაგრამ ვინ იცის... ყველაფერი შესაძლებელია. მთავარი კი ისაა, რომ თუ ჯანმრთელად იქნა, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - ამბობს ივანიშევიჩი.

0.120249