მოსკოვის ცსკა VTB ლიგაში „კალევს“ სტუმრად დაუპირისპირდა და პრობლემების გარეშე 94:72 დაამარცხა, ხოლო თორნიკე შენგელიამ ამ გამარჯვებში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 19:25 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრადა 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და მოსკოველთა რიგებში საუკეთესო იყო.
ცსკა-ს VTB ლიგაში 14 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 მარტს, შინ ყაზანის „უნიქსთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვის რაში აინტერესებს უთავმოყვარეობის,უგონობის,რენეგატობის პიკი.მე მას პარადოქსა შევარქვი.